აგლომერირებული ქვა 100%-ით ნატურალური მასალაა, რომელიც აგლომერაციის (სინთეზირების) უახლესი ტექნოლოგიით იწარმოება; ის იმეორებს ბუნებრივი ქვის ფორმირების მრავალსაუკუნოვან პროცესს და მას სულ რაღაც რამდენიმე საათში ასრულებს.
VENUX-ის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი აგლომერირებული ქვების ოჯახს მიეკუთვნება (ასევე ცნობილია, როგორც ულტრა-კომპაქტური ზედაპირი, სინთეზური ზედაპირი ან მსგავსი). აგლომერირებული ქვა არის 100%-ით ნატურალური მასალა, რომელიც დაფუძნებულია ატომიზებულ მინერალებზე; დაწნეხვისა და მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების შედეგად, ისინი ქმნიან მყარ მასას გამორჩეული თვისებებით.


VENUX იწარმოება აგლომერაციის (სინთეზირების) უახლესი ტექნოლოგიით, რომელიც იმეორებს ბუნებრივი ქვის ფორმირების მრავალსაუკუნოვან პროცესს და მას სულ რაღაც რამდენიმე საათში ასრულებს. აგლომერაციის პროცესი გულისხმობს პროდუქტის შემადგენელი მინერალებისა და პიგმენტების ნარევის დამუშავებას ექსტრემალურად მაღალი წნევით — 400 ბარზე მეტი სიმძლავრის დაწნეხვით. პროცესის მეორე ეტაპზე პროდუქტი გადის ღუმელში, სადაც ტემპერატურა 1200°C-ს (2200°F) აჭარბებს და ნაწილაკებს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს ულტრა-კომპაქტური პროცესი ქმნის უნიკალური ტექნიკური მახასიათებლების მქონე სრულმასივოვან (full-body) ზედაპირებს. ეს არის 100%-ით ნატურალური, გადამუშავებადი და მდგრადი შემადგენლობა, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ მოვლას.






უნიკალური იტალიური ხასიათი და დიდებული სილამაზე. Breccia Oniciata იტალიური მარმარილოა, რომელიც დიდად ფასობს არქიტექტურისა და დიზაინის სამყაროში თავის...